ბათუმში, კლინიკა „მედალფა" კორონავირუსით გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა. ერთ-ერთი 54 წლის ქალია, რომელიც ქობულეთის კლასტერის პირველი ინფიცირებული იყო. მასთან ერთად კლინიკა დატოვა მისმა შვილმაც. „მედალფას" რეგიონალური დირექტორის, ლევან ანთაძის თქმით, დაინფიცირებულ 4 პაციენტზეც ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა ისინი კლინიკაში მცირედი სიმპტომებიტ მაინც რჩებიან.
„სამმა დატოვა კლინიკა. ორი არის ქობულეთის კლასტერი ერთი კარანტინიდან. ამ 37-დან 4-ს უარყოფითი პასუხი აქვს კორონა ინფექციაზე, ორმაგი ტესტირებით მაგრამ რჩებიან კლინიკაში“,-განაცხადა ლევან ანთაძემ.
„მედალფაში" 37 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენების კი საშუალო სიმძიმის.