logo
ENG



ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გადარჩენილი კაცი საავადმყოფოდან გაწერეს

24 ოქტ 202101:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/24/t5d7ylaaol32dlg.png
ფოტო: ნათელა დავითაძე

ბათუმში კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი კაცი საავადმყოფოდან გაწერეს. 37 წლის კაცმა მედცენტრი დღეს დატოვა. 

მან კლინიკაში 15 დღე გაატარა. ის ერთადერთია, რომელიც კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ცოცხალი გადარჩა.

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.  

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 


close დახურვა