საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა.
ბრალდებული, 1974 წელს დაბადებული რ.გ. , სამართალდამცავებმა თბილისში დააკავეს.
შსს-ს თანახმად, ბრალდებულმა 2021 წლის 8 ოქტომბრის ღამეს ბათუმში მეზობლად მცხოვრები ძმები მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაჭრა. დაჭრილებიდან, 1972 წელს დაბადებული ტ.კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1964 წელს დაბადებული ა.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს რ.გ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა და 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით - უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დაკავებული რ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.