აქცია ბათუმში, რომელიც თითქმის სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა. 14:00 საათზე შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ორ ადგილზე შეიკრიბნენ და მშვიდობიანი მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართნენ.
სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ყველა ლიდერმა აღნიშნა, რომ აქციების მთავარი მიზანი პროპორციული არჩევნებია და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში განვითარება დაპაუზებულია.
ქუთაისის შემდეგ ეს იყო რიგით მეორე აქცია რეგიონში, რომელიც ისევ გაგრძელდება. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.
აქცია ბათუმში საქართველოს ჰიმნის ფონზე დასრულდა.