logo
ENG



ბათუმში პოლიციის მიერ აქტივისტებზე შესაძლო ძალადობაზე ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

05 აპრ 202112:34
3 წუთის საკითხავი
clock 962
2021/04/05/je9x6niqymf9y52.png

ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან აქტივისტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

"გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით", - ამბობენ უწყებაში.

3 აპრილს, გვიან ღამით სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ბათუმის ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციელებმა ისინი სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს. მოძრაობის წევრები კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას მართავდნენ.


close დახურვა