ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე სადაზღვეო კომპანია ირაოს თანამშრომელი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 40 წლამდე კაცია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენეს. თავდასხმა სადაზღვეო კომპანიის მიმდებარე ტორიტორიაზე მოხდა. დაჭრილი კაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გაადაიყვანეს.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა.