logo
ENG



ბათუმში სათნოების სახლში მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა

09 ოქტ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 
aqlxt6yun9fnc06.png

ბათუმში სათნოების სახლ "სავანეში" მცხოვრებმა 11-მა ხადაზმულმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. 

ამჟამად სათნოების სახლში მცხოვრები 10-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

დღეს, 9 ოქტომბერს კორონავირუსი 527 ადამიანს დაუდასტურდა,  აქედან 190 აჭარაში, ხოლო 179 თბილისში გამოვლინდა.  313 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი დაიღუპა. NCDC-ის ცნობით, გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოში 9 605 PCR ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5866 პაციენტი განიკურნა, ხოლო 72 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა