logo
ENG



ბათუმში საპროტესტო აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს

02 დეკ 202012:56
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ორგანიზაცია იმოქმედე აქცია-პერფორმანსს - "ნუ გეშინია ბუშტების" მართავს, პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება ჰელიუმის ბუშტების გაშვების გამო მოხდა.

აღნიშნულს უარყოფს აჭარის პოლიციის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი. ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება არა ბუშტების გაშვებას, არამედ "პოლიციასთან დაპირისპირების მცდელობას" უკავშირდება.

"რამოდენიმე აქციის მონაწილე ცდილობდა პოლიციელებთან დაპირისპირებას და მოხდა მათი დაკავება", - თქვა ანანიაშვილმა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები  31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უკვე რამდენიმე დღეა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.  


close დახურვა