ბათუმში, ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩის კვეთაზე სროლა იყო.
Ajara Times-ის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ადგილზე მისულმა ნიღბიანმა პირმა 10-მდე ტყვია გაისროლა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაჭრეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო - 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).
