logo
ENG



ბათუმში უფასო PCR ტესტირებისთვის დამატებით 2 კარავი დადგეს

13 სექ 202015:01
3 წუთის საკითხავი
 
p3x61rhuasovke0.jpg

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PCR ტესტირებისთვის განკუთვნილი კარვები დამატებით 2 ადგილას გაშალეს - ხოფის ბაზრობის და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ბათუმსა და ქობულეთში კორონავირუსზე უფასოდ ტესტირების გაკეთება კიდევ 3 კარავსა და 5 კლინიკაშია შესაძლებელი.

ეს კლინიკებია:

  • ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ. N30
  • ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ. N4
  • N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7

13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი 152 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 88 - აჭარაში.


close დახურვა