ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ქალი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველები აჭარის ტელევიზიასთან ამბობენ, რომ ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსულს კი, სავარაუდოდ, ყოფილი ქმარი დახვდა და დანით დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.