ქართული ოცნების სიის 68-ე ნომერი ბაია კვიციანი პარლამენტის დეპუტატი ხდება. ის საკანონმდებლო ორგანოში მარიამ ქვრივიშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც დღეს, 24 მაისს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კვიციანი ბრენდ დალოოდის ბრენდ-მენეჯერი და ამავე ბრენდის კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის დაა.
ბაია კვიციანის მამა კანდიდ კვიციანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პირველად 1990 წელს, შემდეგ კი 2008-2012 წლებში პარტია ნაციონალური მოძრაობიდან (მესტიის მაჟორიტარი).