logo
ENG



ბაია პატარაია: კარანტინში მყოფი ქალი ექიმმა სექსუალურად შეავიწროვა

08 აპრ 202019:34
3 წუთის საკითხავი
 

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელი ბაია პატარაია, კარანტინში მყოფი ერთ-ერთი ალის შესახებ საუბრობს, რომელზეც ექიმმა სექსუალური შევიწროვება განახორციელა. 

ბაია პატარაიას თქმით, გოგონა ვირუსის გამო შეამოწმა ექიმმა, რა დროსაც მას ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა და სახსრების გასინჯვა დაუწყო, რაც კორონავირუსის შემოწმების დროს საჭირო არ არის. 

ბაია პატარაიას თქმით საქმეში ჩართული არის ომბუდსმენი და სამედიცინო რეგულირების სააგენტო, თუმცა სააგენტო აღნიშნულ საქმეს არ სწავლობს, რადგან დრო არ აქვთ. 

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია იმედს გამოთქვამს, რომ სანამ რაიმე გაირკვევა ომბუდსმენმა აღნიშნული ექიმი დროებით საქმიანობას უნდა ჩამოაშორონ, რადგან საფრთხის წინაშე სხვა პაციენტებიც შეიძლება დადგნენ.

„მარტის ბოლოს, კარანტინში მოთავსებული იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად სექსუალურ შევიწროვებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ექიმმა ქალს ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, რათა ფილტვებზე მოესმინა. გოგონამ სრულ გაშიშვლებაზე უარი განაცხადა. ფილტვების მოსმენის შემდეგ, როდესაც ბიუსჰალტერი შეუხსნა და პაციენტს დაწოლა მოსთხოვა, რათა დაწოლილ მდგომარეობაში გაესინჯა სახსრები. ამ პროცესში, როდესაც „სახსრებს“ უსინჯავდა არაერთხელ ჰქონდა არასასიამოვნო შეხებას ადგილი. მთავარი არის ის რომ კარანტინში გადაყვანილი ადამიანები რომლებსაც არაფერი არ აწუხებთ და მხოლოდ ვირუსზე მოწმდებიან, ამ შემთხვევაში სახსრების შემოწმება საჭირო არაა. მე მქონდა საშუალება შევხმიანებოდი რამდენიმე ექიმს, რომლებიც ამ საკითხში ერკვევიან და ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა ეს ფაქტი. ასე არ ხდება ვირუსზე შემოწმება. 

შევეცადეთ გაგვერკვია თუ რა სტანდარტებით ხდება კორონავირუსზე შემოწმება. ამ დროს იზომება ტემპერატურა, ფილტვების მოსმენა და რენდგენი

მოგვიანებით ომბუდსმენი ჩაერთო ამ საქმეში. ჩვენ წარმოვადგენთ ამ ადამიანის ინტერესებს ომბუდსმენთანაც. სახალხო დამცველმა ამ შემთხვევის სასწრაფოდ შესწავლა დაიწყო. გამოიძახეს ექიმი, გამოკითხეს და ექიმმა დაადასტურა პაციენტის გასინჯვა ზემოაღნიშნული ფაქტი დაადასტურა. 

ომბუსმენმა მიმართ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომელიც არის პასუხისმგებელი ორგანო იმ შემთხვევებზე, როდესაც ექიმი არაეთიკურად იქცევა. ამ სააგენტოდან ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის, ამბობენ, რომ ბევრი საქმე აქვთ და როგორც ჩანს სათანადო ყურადღებას ამ ეტაპზე არ უთმობენ ამ შემთხვევას. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მომხდარი ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა წინა კვირას და გარკვეული მტკიცებულებები უკვე შეგროვილი არის ჩვენი მხრიდანაც და ომბუდსმენიც აქტიურად სწავლობს ამ შემთხვევას, თუმცა პასიურობს თვითონ ეს სააგენტო.

არ ვიცით იმ ექიმს ვისთან აქვს შეხება და პაციენტები, რომლებიც კარანტინში არიან მოთავსებულები, რამდენად ექვემდებარებიან ანალოგიურ სექსუალურ შევიწროვებას და დისკრიმინაციულ მოპყრობას ექიმების მხრიდან.

მინდა მივმართო საზოგადოებას, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს და აქტიურად ჩაერთოს ამ საკითხში. ვფიქრობ, რომ ეს ექიმი აუცილებლად უნდა იყოს ჩამოშორებული საქმიანობას ომბუდსმენის მიერ, ვინაიდან ის სხვა პაციენტებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.


close დახურვა