logo
ENG



ბაია პატარაია: ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი

18 ნოე 201920:03
3 წუთის საკითხავი
 
1rwv4yh0icpovrn.jpg

ბაია პატარაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანა თავისი ბოსტანს დაამსგავსოს და ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.

„არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ მოატყუოს თავისი ხალხი. ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მოსახლეობას წაართვას თავისუფალი არჩევანი. პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი არჩევანის წართმევა. ისინი შეგვპირდნენ რეფორმებს, მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან ეშინიათ არჩევნების. უნდათ არჩევნების გაყალბება და წართმევა, მაგრამ ამას ვერ დავთმობთ. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო და არა ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი. ამ ხალხის მოთხოვნები არის სრულიად ლეგიტიმური და სამართლიანი“ - აცხადებს ბაია პატარაია.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მომიტინგეების მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მთავრობის დათხოვნა და ცესკო-ს რეორგანიზაცია. 


close დახურვა