ქალთა უფლებების დამცველი პატარაია ილია ჯიშკარიანის საქმეზე საუბრობს და პროკურატურას აკრიტიკებს. პატარაიას თქმით, თადუმაძის უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის მოთხოვნას არ გეგმავს. განცხადება ბაია პატარაიამ სპეციალურად გაკეთებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„გუშინ ღამე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვოს პატიმრობა, არამედ აპირებს მოითხოვოს გირაო. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო, რამ როდესაც პროკურატურა მძიმე დანაშაულისთვის ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ გირაოს და საშუალებას არ აძლევს მოსამართლეს, თვითონ გადაწყვიტოს, თუ რა აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს ბრალდებულს“-აცხადებს პატარაია.
ასევე, პატარაიას განცხადებით, ილია ჯიშკარიანი უკვე ექვსი დღეა მისი უახლოესი მეგობრის საავადმყოფოში ისე, წევს რომ მას არანაირი სერიოზული სამედიცინო პროცედურა არ უტარდება.
„ჯანმრთელობის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი დოკუმენტი და რეალურად ამ 6 დღის განმავლობაში მას სერიოზული სამედიცინო პროცედურა არ უტარდება“-განაცხადა პატარაიამ.
თამთა თოდაძის საქმეზე პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს.