ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შეიყვანოს.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის პერსონა ნონ გრატთა სიაში.
ლატვიაში პირთა შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დგინდება", - წერს ბრაჟე X-ზე.