„მე სიტყვის კაცი ვარ, ამერიკა დაბრუნდა" - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მიუნხენის უსაფრთხოების ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს.
პრეზიდენტმა მკვეთრი ხაზი გაავლო მის და ტრამპის პოლიტიკას შორის და განაცხადა, რომ იგი აჩერებს ჯარის გაყვანას გერმანიიდან, რაც ტრამპმა მოითხოვა. მისი თქმით, გადაწყვეტილება კრიტიკულია ევროპის თავდაცვის განმტკიცებისთვის. მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნატოსა და მისი მე -5 მუხლის კოლექტიური თავდაცვისადმი.
„მე ვიცი, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიძაბა და შემოწმდა ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა. აშშ-მა მტკიცედ გადაწყვიტა ევროპასთან თანამშრომლობა სანდო ხელმძღვანელობის პოზიციის დასაბრუნებლად," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია აშშ-ის პრეზიდენტის როლში ჯო ბაიდენის პირველი გამოჩენაა საერთაშორისო ასპარეზზე.