logo
ENG



ბაიდენი: არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს

01 ოქტ 202313:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/01/rruk6vv56mb5idj.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დროებითი ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელიც უკრაინის დახმარებას არ ითვალისწინებს. მისი თქმით, უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა არ უნდა შეწყდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ სპიკერი და კონგრესის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, ამ შეთანმებაში ამ მხარდაჭერის გასაგრძელებლად ახალი დაფინანსება არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს.

იმედი მაქვს, სპიკერი შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას", - ამბობს ბაიდენი.

გუშინ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი დროებითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც მთავრობას ე.წ. შათდაუნს აარიდებს. ახლა კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ სენატში, რათა მას საბოლოოდ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. 

მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 45 დღეზეა გათვლილი და ის პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს დახმარებას სტიქიური უბედურებების დროს და არ ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას. 

ბიუჯეტის ასეთი პროექტი უკავშირდება კონსერვატიულ ნაწილს რესპუბლიკური პარტიისა, რომელიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს. სენატში უმრავლესობა სენატს უჭირავს. 

კონსერვატიული ნაწილი ხარჯების შემცირებას და მიგრაციის საკითხის მოგვარებას მოითხოვს. 

ყოველწლიურად კონგრესში სახელმწიფო დაფინანსების კანონპროექტს განიხილავენ. თუ ამჟამადაც პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეული არ იქნება, აშშ-ის დაიწყება ე.წ. შათდაუნი, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მეოთხე იქნება. 

ე.წ. შათდაუნი საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს - ასეთ დროს ფედერალური თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გადიან. 

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს მაკარტის პროექტს, იმ იმედით რომ მომავალში უკრაინის დახმარება აღდგება. 


close დახურვა