logo
ENG



ბაიდენი: აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს

29 იან 202410:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/29/p6bdvvz55a5cst4.jpg

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იორდანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭრილმა დაჯგუფებებმა მიიტანეს.

"დამნაშავეებს პასუხს ვაგებინებთ იმ დროსა და იმ ფორმით, როგორც საჭიროდ ჩავთვლით", - განაცხადა ბაიდენმა.

ირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმასთან ოფიციალურ თეირანს არანაირი კავშირი არ აქვს. იორდანიის მთავრობამ კი მომხდარი დაგმო და დარტყმებს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

გუშინ, იორდანიაში, აშშ-ის ბაზაზე დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს.


close დახურვა