logo
ENG



ბაიდენი: ვაგნერის აჯანყების შემდეგ პუტინი ცალსახად დასუსტდა

28 ივნ 202321:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/28/lzw3eu4jrzgdqmw.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დაჯგუფება ვაგნერის აჯანყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცალსახად დასუსტდა.

"რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი დაჯგუფება ვაგნერის აჯანყების მცდელობის შემდეგ ცალსახად დასუსტდა. რთულია იმის თქმა, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია აჯანყების შემდეგ, მაგრამ ის აშკარად აგებს ომს.

ის [პუტინი] თავის ქვეყანაში ომს აგებს. ის მთელი მსოფლიოსგან გარიყულია, არა მხოლოდ NATO-სგან, ევროკავშირისგან, არამედ იაპონიისგანაც", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.


close დახურვა