აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომიდან გამოსავალი არ აქვს. ამასთან, ბაიდენი ამბობს, რომ ცდილობს გაერკვეს თუ რისი გაკეთება შეუძლია მას.
"რუსეთის ლიდერს ამჟამად უკრინის ომიდან გამოსავალი არ აქვს და მე ვცდილობ გავერკვე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ,” - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, პუტინს სჯეროდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ნატოსა და ევროკავშირს დაშლიდა, მაგრამ ამის ნაცვლად შეერთებული შტატები და ევროპის მრავალი ქვეყანა უკრაინის მხარეს გაერთინდნენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური ფონდის შეკრებაზე განაცხადა.
მარტში, რუსეთის იერიში კიევზე უკრაინის ძლიერმა წინააღმდეგობამ დაამარცხა. რუსეთი, რომელიც უკრაინაში შეჭრას დღემდე “სამხედრო ოპერაციას” უწოდებს აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის უფრო მეტი ჯარი შეიყვანა, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა წინააღმდეგობის გაწევა შეძლეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. კრემლი დღემდე არ აღიარებს, რომ რუსეთთან ომს აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ომს დღემდე როგორც “სამხედრო ოპერაციას” ისე მოიხსენიებენ.