logo
ENG



ბაიდენი: ყირიმი უკრაინაა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს

27 თებ 202100:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/27/j2nf8hfrfagowdl.jpg

ყირიმში რუსეთის შეჭრიდან შვიდი წლის თავზე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიმართვას ავრცელებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნახევარკუნძული უკრაინის ტერიტორიაა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო.

„შვიდი წლის წინ ამ დღეს რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როცა უკრაინაში შეიჭრა და მოახდინა ყირიმის ანექსირება.

აშშ დგას უკრაინისა და მისი პარტნიორების გვერდით ისე, როგორც კონფლიქტის დაწყების დღიდან იდგა. ამ სამწუხარო თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: ყირიმი უკრაინაა.

აშშ არასდროს ცნობს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას და იდგება უკრაინის გვერდით რუსული აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩაგვრისა და აგრესიის გამო უკრაინაში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ პატივის მიგებას იმ გამბედაობისა და იმედისადმი, რაც უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა მაიდანზე, მოითხოვა მათი ქვეყნისთვის ახალი დასაწყისი და არ შეუშინდა სნაიპერის ტყვიას. აშშ-ში სჯერათ უკრაინის და მხარს უჭერენ უკრაინელებს მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნისა და ნათელი მომავლის მშენებლობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა