logo
ENG



ბაიდენი: ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

16 სექ 202409:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/16/pdhvgyvw1eakgyr.jpg

ჩემმა გუნდმა მაცნობა, თუ რას იძიებენ ფედერალური სამართალდამცავები, ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. ეჭვმიტანილი პატიმრობაშია და მივესალმები საიდუმლო სამსახურისა და მისი სამართალდამცავი პარტნიორების მუშაობას მათი სიფხიზლისა და ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გარშემო მყოფების უსაფრთხოება. მშვიდად ვარ, რომ ყოფილი პრეზიდენტი უვნებელია.

არაერთხელ მითქვამს, ჩვენს ქვეყანაში ძალადობის ადგილი არ არის. მივმართე ჩემს გუნდს, რომ გააგრძელოს საიდუმლო სამსახურის ყველა რესურსით, შესაძლებლობითა და დამცავი ზომით უზრუნველყოფა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.


close დახურვა