logo
ENG



ბაიდენი აბდულა II-ს: მნიშვნელოვანია, რომ პალესტინელები ღაზადან იძულებით არ გადაადგილდნენ

01 ნოე 202308:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/whvfrwrlqggdva6.jpg

ჯო ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა მეორეს ესაუბრა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ პალესტინელები ღაზადან იძულებით არ გადაადგილდნენ. 

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ლიდერებმა ძალადობის შესაჩერებლად და რეგიონული დაძაბულობის შესაჩერებლად გადაუდებელი მექანიზმები განიხილეს. 

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა იორდანიის მიმართ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაშინ როცა ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს იცავს და ტერორიზმს ებრძვის, მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა. 

"პრეზიდენტმა და მეფე აბდულამ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, იმუშაონ ერთად და სხვა რეგიონულ პარტნიორებთან, რათა შექმნან პირობები გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ახლო აღმოსავლეთში", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

 

 

close დახურვა