logo
ENG



ბაიდენი კვლავ ლიდერობს: გაიგეთ რა ხდება დარჩენილ 5 შტატში

07 ნოე 202020:18
3 წუთის საკითხავი
 
daz19wemg69zn37.jpg

აშშ-ში ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა, თუმცა ამ დროის მონაცემებით ჯო ბაიდენი დამაჯერებლად ლიდერობს. 

დარჩენილი 5 შტატიდან (ალასკა, ნევადა, პენსილვანია, ჩრდილოეთი კაროლინა და ჯორჯია) 3-ში დემოკრატ კანდიდატს უპირატესობა აქვს. ბაიდენს ამ დროისათვის 264 დელეგატის ხმა აქვს მოგროვებული, გამარჯვებისთვის კი 270 დელეგატის ხმა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 5 შტატიდან ერთ-ერთის მოგების შემთხვევაში, იგი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოცხადდება. 

ტრამპს კი გამარჯვებისთვის ყველა დარჩენილი შტატის მოგება დასჭირდება, მას ამ დროისთვის 213 დელეგატის ხმა აქვს მოგროვებული. 

რა ხდება შტატებში: 

პენსილვანიის შტატში (20 დელეგატი) ბაიდენი ტრამპს 28 877 ხმით უგებს, შტატში 50 000-ზე ნაკლები ხმა დარჩა დასათვლელი (დათვლილია 99%-ზე მეტი).

ჯორჯიას შტატში (16 დელეგატი) ბაიდენი ტრამპს 7 248 ხმით უგებს, შტატში 50 000-ზე ნაკლები ხმა დარჩა დასათვლელი (დათვლილია 99%-ზე მეტი).

ნევადის შტატში (6 დელეგატი) ბაიდენი ტრამპს 22 657 ხმით უგებს, შტატში 200 000-ზე ნაკლები ხმა დარჩა დასათვლელი (დათვლილია 87%). 

ჩრდილოეთ კაროლინაში (15 დელეგატი) ტრამპი ბაიდენს 76 479 ხმით უგებს, შტატში 50 000-ზე ნაკლები ხმა დარჩა დასათვლელი (დათვლილია 99%-ზე მეტი).

ალასკას შტატში (3 დელეგატი) ტრამპი ბაიდენს 54 610 ხმით უგებს, შტატში 200 000-ზე ნაკლები ხმა დარჩა დასათვლელი (დათვლილია 50%-ზე მეტი). 

რაც შეეხება ხმის დათვლის პროცესს, კოვიდპანდემიის გამო მილიონობით ამერიკის მოქალაქეს წინასწარ, ფოსტით მოუწია ხმის მიცემა, რამაც ხმების დათვლის პროცესი მნიშვნელოვნად გააჭიანურა. "მყარ შტატებში", რომლებიც ტრადიციულად ან დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს უჭერენ მხარს, სავარაუდო გამარჯვებულის გამოცხადება, ხმათა არასრული დათვლის მიუხედავად, ბევრად გამარტივდა.

სავარაუდო გამარჯვებულის გამოვლენა მნიშვნელოვნად სწორედ იმ ე.წ "მერყევ" შტატებში გაჭიანურდა, რომლებიც ტრადიციულად სხვადასხვა არჩევნებზე სხვადასხვა პარტიის კანდიდატს უჭერენ მხარს. 

როგორც უნდა გაჭიანურდეს ხმის დათვლის პროცესი, შედეგების გასაჩივრება და საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს შედგება. 


close დახურვა