logo
ENG



ბაიდენი მხარს უჭერს შეთანხმებას, რომელიც ღაზაში 6-კვირიან ზავს ითვალისწინებს

13 თებ 202414:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/13/137igwhncsfrsym.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს შეთანხმებას, რომელიც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში 6-კვირიან ზავს ითვალისწინებს. ამის შესახებ ბაიდენმა იორდანიის მეფე აბდულა II-თან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, შეთანხმების ძირითადი ელემენტები მზადაა და მოუწოდებს ისრაელის ლიდერებს, გააგრძელონ მუშაობა შეთანხმების მისაღწევად.

ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტის მოწოდებით იორდანიის მეფეც გამოვიდა. მეფე აბდულამ განაცხადა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ომი მალე უნდა დასრულდეს.

23 ნოემბერს, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.

გუშინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევალი გაათავისუფლეს. სამხედროების თქმით, სპეცოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაფაჰში ჩატარდა. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქზე ინტენსიური იერიშები მიმდინარეობდა. ისრაელის ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის, 130-მდე მძევალი იმყოფება.


close დახურვა