logo
ENG



ბაიდენის ადმინისტრაციამ ანკარისთვის F-16-ის მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა

27 იან 202413:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/27/asdi0fd90nyknpp.jpg

თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში წევრობის მხარდაჭერის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ანკარისთვის F-16-ის მიყიდვის გადაწყვეტილება დაამტკიცა. საუბარია 40 ახალ ავიაგამანადგურებელზე, რომელთა ღირებულებაც 23 მილიარდი დოლარია.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთთან ერთად F-35 თვითმფრინავებს ვაშინგტონი საბერძნეთსაც მიყიდის. მათი ღირებულება 9 მილიარდ დოლარს აღწევს. გადაწყვეტილებას ახლა კენჭი კონგრესმა უნდა უყაროს.

26 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

23 იანვარს, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. ახლა მხოლოდ უნგრეთის პარლამენტია დარჩენილი, რომელმაც გაწევრიანების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. 


close დახურვა