პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყოფითად უპასუხა კითხვას, უნდა დასახელდეს თუ არა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.
როგორც Reuters წერს, კითხვაზე აღიარებულ უნდა იქნეს თუ არა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ბაიდენმა უპასუხა:
"არა".
უკრაინა მოითხოვს, რომ რუსეთს სწორედ ეს სტატუსი მიენიჭოს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება აშშ-რუსეთის კავშირებს გაწყვეტს. აშშ-ს რამდენიმე კანონმდებელი მიიჩნევენ, რომ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერად გამოცხადება აუცილებელია.
ივნისის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებებს მხარი არ დაუჭირა. როგორც მან აღნიშნა, "მსგავს მეთოდოლოგიას" არ იზიარებს.