logo
ENG



ბაიდენის განკარგულებით აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ

22 თებ 202200:59
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენის განკარგულებით აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ

თეთრი სახლის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ჯო ბაიდენი აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლითაც აშშ-ის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები, ვაჭრობა და დაფინანსება აეკრძალებათ.

ბაიდენის განკარგულების მიხედვით, ამერიკას სანქციების დაწესება ნებისმიერი იმ ადამიანისთვის შეეძლება, ვინც ამ ტერიტორიებზე იმუშავებს.

თეთრი სახლის თქმით, "რუსეთის მხრიდან საერთაშორისო შეთანხმებების ერთგულების დღევანდელი აღმაშფოთებელი დარღვევების საპასუხო დამატებითი ზომები მალე გამოცხადდება".

"მეტი სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ ეს ზომები დაემატება იმ ხისტ და მძიმე ეკონომიკურ სანქციებს, რასაც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ვამზადებდით იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

მან ფედერალურ კრებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას და მოახდინონ ამ რესპუბლიკებთან მეგობრობის დოკუმენტის რატიფიცირება. 

პუტინისვე თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უახლოეს მომავალში მომზადდება.


close დახურვა