logo
ENG



ბაიდენის თქმით, აშშ-ს მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ

11 თებ 202209:36
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ვითარება იძაბება და უკრაინაში რუსეთი შეჭრის შემთხვევაში ამერიკელების გადასარჩენად სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

"ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ [უკრაინა]... საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიასთან. ეს სულ სხვა სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად აირიოს", - განაცხადა ბაიდენმა NBC News-ის ეთერში.

კითხვაზე, არის თუ არა სცენარი, რომელმაც შეიძლება უბიძგოს  ამერიკელების გადასარჩენად ჯარები გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა:

"არა. როდესაც ამერიკელები და რუსეთი ერთმანეთის მიმართ სროლას იწყებენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ სრულიად სხვა სამყაროში ვიმყოფებით, ვიდრე ოდესმე".

რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასი სამხედრო ჰყავს განლაგებული, თუმცა ამტკიცებს, რომ მეზობელ ქვეყანაში შეჭრას არ აპირებს. ამის პარალელურად კი მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ამავე დროს, უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს, რომ ზღვაზე მის გასასვლელს კეტავს. საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, აზოვის ზღვა მთლიანად გადაკეტილია, ხოლო შავ ზღვაში გასავლელი რუსი სამხედროების მიერ არის მოწყვეტილი.


close დახურვა