logo
ENG



ბაიდენის თქმით, აშშ ცდილობს, ისრაელ-ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება შედგეს

20 დეკ 202321:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/20/ic2gmd71uesl0wn.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ აშშ ცდილობს, ისრაელ-ჰამასს შორის ჰუმანიტარული პაუზისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა ამ ეტაპზე, მოლოდინები არ არსებობს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შედგეს შეთანხმება. ამ ეტაპზე, არავითარი მოლოდინები არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედოვნებენ, რომ ის შესაბამისი შედეგით დასრულდება.

დროებითი სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ჰამასს შორის უცხოური შუამავლობის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც მოხერხდა ორივე მხრიდან დაკავებულთა გაცვლა და ასევე სექტორის ჰუმანიტარული დახმარება.

ზავი 24 ნოემბერს ამოქმედდა და მცდელობის მიუხედავად, ბრძოლა პარასკევს 1 დეკემბერს განახლდა.


close დახურვა