logo
ENG



ბაიდენის თქმით, ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა

19 ოქტ 202300:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/19/swf27b36lrns8bw.jpg
Mahmoud Khaled/Getty Images

საერთაშორისო მედიების ცნობით, ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა - როგორც BBC წერს, ეგვიპტის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ბაიდენმა ჟურნალისტებს დაადასტურა. მისი თქმით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანა შევა.

მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიან ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.

დღეს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი გაიმართა - ის შეხვდა ცოტა ხნის წინ ფორმირებულ ე.წ. ომის კაბინეტს და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ამასთან, პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა. მოგვიანებით, მან განმარტა, რომ კლინიკის დაბომბვაზე განცხადება თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებული ცნობების საფუძველზე გააკეთა. 

ვიზიტის დასრულების წინ ბაიდენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონგრესს მიმართა, ისრაელს თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტი გამოუყოს. აქვე მან აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დათანხმდა.


close დახურვა