აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მან ვლადიმერ პუტინის შესახებ განცხადებაში საკუთარი მორალური აღშფოთება გამოხატა.
"მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც ვგრძნობდი პუტინის ქცევისა და ამ ადამიანის ქმედებების მიმართ. მე არც მაშინ და არც ახლა არ ვსაუბრობ პოლიტიკის ცვლილებაზე", - განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, იყო თუ არა შეშფოთებული, როდესაც გაიგო, რომ პუტინმა მისი სიტყვები ესკალაციად მიიჩნია, რაზეც ბაიდენმა უპასუხა:
"არ მაინტერესებს, ის რას ფიქრობს. მაინც გააკეთებს იმას, რის გაკეთებასაც აპირებს".
26 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში აღარ უნდა იყოს.
თეთრმა სახლმა მოგვიანებით ბაიდენის გამოსვლის ეს მონაკვეთი განმარტა.
„პრეზიდენტი იმას გულისხმობდა, რომ დაუშვებელია, პუტინი მისი მეზობლების ან რეგიონის წინააღმდეგ ძალას იყენებდეს. ის არ საუბრობდა რუსეთში პუტინის ხელისუფლებისა ან რეჟიმის ცვლილებაზე“ - აცხადებს თეთრი სახლი.