logo
ENG



ბაიდენის თქმით, უკრაინას F-16-ის გამანადგურებლებს არ მიაწვდიან

31 იან 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/31/p05kfkrn9vettcg.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაცხადებით, უკრაინას F-16-ის გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ მიაწვდიან.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია დასავლელი პარტნიორებისგან გამანადგურებლები მიიღონ მას შემდეგ, რაც რიგმა ქვეყნებმა ტანკების გადაცემაზე თანხმობა გასცეს. ამასთან, შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ F-16-ის სამართავად უკრაინელ მფრინავებს დაახლოებით 6-თვიანი სწავლება დასჭირდებათ.

კითხვაზე, მიაწვდის თუ არა აშშ გამანადგურებლებს, ბაიდენმა უპასუხა: "არა".

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ აშშ უკრაინას საკმარის იარაღს აწვდის.

"მე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი იარაღი უკვე იგზავნება და გაიგზავნება უახლოეს კვირებში და თვეებში. ეს არის იარაღის ის ტიპები, რომლებიც ჩვენ ველით, რომ გადამწყვეტი იქნება უკრაინელების ბრძოლაში დასახმარებლად ახლა, ზამთარში, და ასევე გაზაფხულზე", - განუცხადა კირბიმ CNN-ს.


close დახურვა