logo
ENG



ბაიდენის სიტყვებს, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა, კრემლი უპატიებელს უწოდებს

17 მარ 202200:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/ghndewxqpj0rp7m.jpg

აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესახებ მიუღებელია. ბაიდენმა პუტინს სამხედრო კრიმინალი უწოდა.

"მიუღებლად და უპატიებელია მიგვაჩნია მსგავსი რიტორიკა იმ სახელმწიფოს ლიდერისგან, რომლის ბომბებს მსოფლიოს გარშემო ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა", - უთხრა TASS კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

თეთრ სახლში, ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ბაიდენმა თქვა: "ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა". ეს პირველი შემთხევაა, როდესაც ბაიდენმა პუტინს ასე უწოდა. 

ერთი წლის წინ ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა კითხვას, რომ პუტინი მკვლელია. 


close დახურვა