logo
ENG



ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა

23 აგვ 202423:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/v4tfad9a7j34mzv.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის მეთაურ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა დააანონსა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ადასტურებს. 

ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს აშშ დღის ბოლომდე გამოაცხადებს.

ცნობილია, რომ პაკეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას, რაკეტებსა და მობილური სარაკეტო სისტემებს მოიცავს.

სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი და დასძინა, რომ "უკრაინა დარჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნად". 


close დახურვა