logo
ENG



ბაიდენს უნდა, G7-მა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების გეგმა შეადგინოს

01 მარ 202409:12
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენს უნდა, G7-მა რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების გეგმა შეადგინოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა, 2024 წლის ივნისის სამიტამდე, რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების გეგმებში უკრაინის მხარდასაჭერად პროგრესს მიაღწიონ. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ გაყინული აქტივები უკრაინის საბიუჯეტო საჭიროებების დასაფინანსებლად, მოგვიანებით კი უკრაინის აღსადგენად გამოიყენონ.

Bloomberg-ი ცნობით, ბაიდენს არ მიაჩნია, რომ გაყინული რუსული აქტივების გამოყენება ქვეყნების მიერ გამოყოფილ თანხებს ჩაანაცვლებს. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, თუ უკრაინა დაეცემა, ეს მომდევნო 50 წლით მსოფლიოს წყობას შეცვლის.

Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ გაყინული აქტივების აბსოლუტური უმრავლესობა ევროპაშია, ძირითადად ბელგიურ სადეპოზიტო Euroclear-ში და ნებისმიერი გარიგება G7-ის ყველა ქვეყნის მხარდაჭერას საჭიროებს.

ასევე გერმანიისგან და საფრანგეთისგან განსხვავებით, რომლებიც ევროპულ ბანკთან ერთად ჯერ კიდევ წინააღმდეგი არიან ამ თანხებთან დაკავშირებით ნებისმიერი ნაბიჯი გადაიდგას, დიდი ბრიტანეთი და კანადა თანხების გამოყენების მომხრენი არიან.


close დახურვა