გუშინ, 24 სექტემბერს, უეფას სუპერთასისთვის ბრძოლაში, ერთმანეთს ბაიერნი და სევილია დაუპირსპირდნენ. "რეკორდმაისტერმა" მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.
მატჩის მე-13 წუთზე ანდალუსიელებმა ანგარიში გახსნეს. თავი ოკამპოსმა პენალტით გამოიჩინა. მიუნხენელებმა ზეწოლა გაზარდეს და 34-ე წუთზე ლეონ გორეცკამ უძლიერესი დარტყმით ბონოს კარი აიღო. მეორე ტაიმში უპირატესობა გერმანელთა მხარეს იყო, "სევილიამ" კი საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააგო.
გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 87-ე წუთზე ენ ნესირი, მანუელ ნოიერთან პირისპირ დარჩა და ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. დამატებითი ტაიმებიც ბაიერნის უპირატესობით წარიმართა, ხავი მარტინესმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და ბაიერნს სუპერთასი 2013 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა.
