ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ბალდის საპროტესტო კარავს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.
აქტივისტი გიგა ბექაური წერს, რომ კარავში სანადირო თოფით და დანებით შევიდნენ. მისი ინფორმაციით, დაჭრილია მოძრაობის ერთი წევრი.
ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას მოძრაობის - ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად წევრმა ცოტნე თვარავაძემ თქვა, რომ კარავში მყოფი ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა.
დამატებითი ინფორმაცია უცნობია. ფორმულა ცდილობს დეტალების გარკვევას. ინფორმაცია დეტალების მიღებისთანავე განახლდება.
უკვე 1 წელია მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. გასულ წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი კერძო კომპანიას, 40 წლით იჯარით გადასცა.