logo
ENG



ბალისტიკური რაკეტის გამოცდა

04 ოქტ 202220:48
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანა, რომელმაც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმი აღიარა, ჩრდილოეთ კორეაა. ფხენიანი რეგიონში მიზანმიმართულ ესკალაციაზეც წავიდა და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში იაპონიას პირველად გადაუფრინა. კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, ბირთვული გამოცდისთვის ემზადება, მეზობელი ქვეყნები და ვაშინგტონი კი დიქტატორს უმკაცრესი კოორდინირებული რეაგირების შესახებ აფრთხილებენ. 


close დახურვა