ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გია ბარამიძე ადასტურებს, რომ 31 ოქტომბერს, არცევნების დღეს საპროტესტო აქციას გეგმავენ. რუსთავი 2-თან ინტერვიუში მან არ დააკონკრეტა მიტინგის დრო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება "გამარჯვების აქცია" პარლამენტის წინ.
"ჩვენ ვგეგმავთ გამარჯვების აქციას და გვინდა, რომ პარლამენტის წინ ეს აღვნიშნოთ. 8 წელიწადია იძახიან, რომ დესტაბილიზაციას ვახდენთ, სახელმწიფო გადატრიალებას ვახდენთ, საბურავებს ვაგროვებთ. სად არის? შიშს დიდი თვალები აქვს, იციან რომ აგებენ და არ უნდათ, რომ ეს დათმონ და ისიც იციან, რომ ხალხის ძალას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ. გამარჯვებული ადამიანები რომ შეიკრიბებიან, მერე როგორ დაიწერენ გაყალბებულ ციფრებს, ეგ რომ ვერ მოხდება, ეს კარგად იციან და ამის ეშინიათ," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ აქციაზე დღეს ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ენმ 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს რუსთაველის გამზირზე "მრავალათასიანი" აქციის გამართვას აპირებს, რაც, მდინარაძისვე აზრით, "სასოწარკვეთილების პიკი" და ფსონის სიტუაციის რადიკალიზაციაზე დადებაა.
დღესვე ბრიფინგი გამართა ქართული ოცნების კიდევ ერთმა ლიდერმა - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს, ამის გამო კი ოპოზიცია დესტრუქცული ქმედებებისთვის ემზადება.
რაც შეეხება არჩევნების დღეს დაგეგმილ აქციას, რომელზეც მდინარაძემ ისაუბრა, მერიაში ფორმულას უთხრეს, რომ მათთან აქციის გამართვის თაობაზე შეტყობინება შესულია, როგორც 29, ასევე 31 ოქტომბრისთვის.
ნაციონალურ მოძრაობაში ფორმულას უთხრეს, რომ მამუკა მდინარაძეს 17:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე უპასუხებენ.