logo
ENG



ბარამიძე: ოცნებამ მიაღწია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ძალები ერთად დავდგებით

14 ნოე 201916:18
3 წუთის საკითხავი
 
fsf7ksip9dr8b9a.jpg

"დღეს დილით, როცა თვალყურს ვადევნებდით მმართველი გუნდის სუნსულს, ნათელი იყო უკვე, რომ უფროსისგან რა დავალების შესრულებისთვის ემზადებოდნენ. ტყუილია ის ფუსფუსი, რასაც ამ დღეებში ახორციელებდნენ. მაჟორიტარები, რომელთა ხმა აქამდე არავის გაუგია, უცბად მათ გადარწმუნებას ვერ ახერხებდნენ. "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურად თავისი დასაკლავი დანა გამოადნო. ნიკო ლორთქიფანიძის არ იყოს, ასე იყიდება საქართველო,"- ასე აფასებს დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" წევრი გიგლა ბარამიძე მიმდინარე მოვლენებს. 

მისივე თქმით, ის რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი ბაზარია და სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. 

"ესაა ჩვეულებრივი ბაზარი. რაც არ უნდა გამოხვიდეთ, ვინ დაგიჯერებთ. გუშინ, როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები შევიკრიბეთ, გადავწყვიტეთ რომ გვცალია, თუმცა ვგრძნობდით საითაც მიდოდა პროცესები, მაგრამ არა. ახლაც მოწინააღმდეგე ვართ არაკონსტიტუციური გზებით ვიმოქმედოთ, მაგრამ თუ რაიმე დაძაბულობა ახლა დაიწყება, ეს თქვენი დამსახურება იქნება. თქვენ მოატყუეთ ქართველი ხალხი, თქვენ ვერ გადადგით ტერიტორიების აღდგენისკენ რაიმე ნაბიჯი. არ გასვენებთ გამჩენი და რასაც იმსახურებთ იმას მიიღებთ. სადამდეც გაუვიდა "ქართულ ოცნებას", ეს ჩვენი ბრალიცაა, რადგან აქამდე გაგატანინეთ. ვერ გენდობით, რადგან დავალებას ღებულობთ და მერე ფაფხურობთ, რომ ბინძურად შეასრულოთ ეს დავალება. აქ არაფერ შუაშია ერთი პოლიტიკური ძალა, ყველა მოითხოვდა ამას და თქვენ იძახდით, აი რას მივაღწიეთო. სად არის ეს ყველაფერი. თქვენ ეთამაშებით ქართველი ხალხის ნდობას და ეს ძვირად დაგიჯდებათ,"-აცხადებს ბარამიძე. 

ბარამიძის განმარტებით, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ ძალებს შორის და უახლეს მომავალში ამის შესახებ საზოგადოებაც გაიგებს. 

"ივანიშვილის არცერთი პირობა არ შეუსრულებია, როცა "ქართულმა ოცნებამ" წააგო საპრეზიდენტო "არჩევნები", როგორ გამოვიდნენ და როგორ იძახდნენ ერთ წელში ყველაფერს შევცლითო. კი შეცვალეს და ამგვარად შეცვალეს. ოცნება იმას მიაღწია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ძალები ახლა ერთად დავდგებით. არ ვისურვებდი, რომ ქუჩის აქციებით განხორციელდეს ეს ყველაფერი, მაგრამ იგივე ჩუგოშვილი და სხვები, ვინც ღირსება შეინარჩუნეს, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. თუ უნდათ, რომ ხელმეორედ დადგეს ეს საკითხი, შესაძლებელია. ვეწევით კონსულტაციებს და უახლოეს ხანებში საზოგადოებას ვამცნობთ, რას მოვთხოვთ ამ უდღეურ ხელისუფლებას. მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ," - აცხადებს ბარამიძე.


close დახურვა