უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა ჭურვებმა, რომელიც მშვიდობიან ქალაქებს და სოფლებს ეცემა, სამოცამდე სხვადასხვა კონფესიის სამლოცველო დაანგრია და დაწვა, მათი უმრავლესობა მართლმადიდებლური ეკლესია იყო. მარტო ეს ფაქტი მოწმობს, რომ რუსეთს და ამ უსამართლო და სასტიკი ომის მაკურთხებელ მოსკოვის საპატრიარქოს არაფერი აქვს საერთო ქრისტეს მოძღვრებასთან. დაღუპული ბავშვების რიცხვმა 130-ს გადააჭარბა. ფაშისტური რუსული არმიის ჭურვებს და ტყვიას მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი გამოექცა.
ბარბაროსები და ბავშვები - დროება
27 მარ 202221:49
3 წუთის საკითხავი