ნახევარი საათის წინ ქუთაისის აეროპორტში იტალიის ქალაქ ბარიდან მგზავრები ჩამოვიდნენ. მათ იტალიაში გამოფრენის წინ შემოწმება არ ჩატარებიათ, საქართველოში ჩამოფრენისთანავე კი ყველამ სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ზოგიერთი მგზავრი ამბობს, რომ ბარში პანიკის ნიშნები შეიმჩნევა, ზოგიერთი კი ამბობს, რომ სიმშვიდეა. ექიმები კომენტარს მგზავრების შემოწმების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.