logo
ENG



ბარსელონაში გამართული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

15 ოქტ 201908:30
3 წუთის საკითხავი
 
cvnlcckmgwiofvx.jpg

ბარსელონაში 9 კატალონიელი პოლიტიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ესპანელმა სამართალდამცველებმა პროსეპარატისტული დემონსტრანტები ხელკეტებით დაშალა. პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევის გამო სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ბარსელონას აეროპორტამდე მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო გზები გადაკეტეს. დემონსტრანტებმა ამით ესპანური მართლმსაჯულების განაჩენი გააპროტესტეს.  უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ ხელმძღვანელებს რამდენიმე წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ავტონომიის ყოფილი ლიდერის დასაკავებლად კი ორდერი გასცა. მათ ბრალად ამბოხების მოწყობა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.


close დახურვა