logo
ENG



ბასილაია: პოლიციელები მოსულები არიან ძალადობის დემონსტრაციისთვის

23 თებ 202107:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/23/336q2khg6vh97zj.png

ნიკა მელიას ადვოკატის, ბექა ბასიალას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მყოფი პოლიცია ძალადობის დემონსტრირებისთვის არის მისული. 

როგორც ბასიალაიამ ფორმულას ეთერში განცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ფიზიკურ ძალადობაზე არიან განწყობილები. 

"პოლიციელები მოსულები არიან ძალადობის დემონსტრაციისთვის. აქ რაიმე ტიპის სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი ზედმეტია. ვხედავთ, ისინი არიან სპეციალური საშუალებებით შეიარაღებულები და ისინი თავიდანვე არიან განწყობილი საიმისოდ, რომ მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადონ და ამის შესაძლო შედეგები რა შეიძლება იყოს, ამის ვარაუდი რთულია", - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, შენობა ალყაშია. შსს-ს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს მიტანილი აქვთ სპეციალური ეკიპირებაც.

 

 


close დახურვა