logo
ENG



ბასილაია:მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა

08 ნოე 202111:55
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოა და ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს ის სამოქალაქო კლინიკაშ - ასეთია მესამე პრეზიდნეტის ადვოკატის შეფასება, რომელიც ციხეში მის მოსანახულებლად შევიდა. მიხეილ სააკაშვილთან ასევე შევიდა მეუფე ნიკოლოზი, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი. ყოფილი პრეზიდენტი ციხეში უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვებული ფოტო და ვიდეომასალის შემდეგ, მან დანამატებზე, მედიკამენტებზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზეც უარი თქვა. ციხის გარეთ კი გრძელდება კარვებში მყოფი აქტივისტებისა და მოშიმშილეებია აქცია. 


close დახურვა