logo
ENG



ბასილაშვილს ფერნანდო ვარდასკო დაუპირისპირდება

21 ოქტ 201909:05
3 წუთის საკითხავი
 
0mlb590ods4fpth.png

 

ავსტრიის ტურნირში დღეს ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი ფერნანდო ვერდასკო იქნება. ეს მათი მეორე ურთიერთშეხვედრაა. პირველად 2018 წელს, ისინი პეკინში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ბასილაშვილმა მეტოქე 2 სეტში დაამარცხა. ვერდასკოსთან მოგების შემთხვევაში, ქართველი სპორტსმენი ტურნირის მერვედფინალში გავა, სადაც დომინიკ ტიმსა და ვილფრიდ ცონგას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბასილაშვილისა და ვერდასკოს დაპირისპირება ხვალ, 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

 


close დახურვა