logo
ENG



ბატალიონში დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

13 თებ 202310:19
3 წუთის საკითხავი
 

საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონში დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ბრალდებული, ლაშა ბოლქვაძე უკვე დაკავებულია.

მისი დედის ინფორმაციით, კონფლიქტი ოცმეთაურთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ლაშა ბოლქვაძეს სამხედრო წვრთნების დროს ტელეფონი აღმოაჩნდა.

დედის მონაყოლით, ამის შემდეგ ოცმეთაურმა ჯარისკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სხვების თანდასწრებით დაამცირა.

ოჯახის განმარტებით, ლაშა ბოლქვაძე ოცმეთაურმა და რამდენიმე სამხედრომ ბნელ ოთახში ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს. მან კი, სავარაუდოდ, თავდაცვის მიზნით, ოცმეთაური და ერთ-ერთი ჯარისკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

"სადაც მუშაობდა ჯარში აღმოუჩინეს ტელეფონი. ჩაუყვანიათ სადღაც ბნელ ადგილას, გაუსწორდნენ და ჩემმა შვილიც საპასუხოდ მოიქცა ასე. ჩემი აზრით, არ უნდა მოქცეოდნენ რიგით ჯარისკაცს ასე, რაღაც უსამართლობა ხდება ჩვენს ქვეყანაში."- ამბობს ბრალდებულის დედა, ნანა კონცელაძე.

ბოლქვაძეების ოჯახმა მომხდარის შესახებ 30 იანვარს შეიტყო.
ამ დროისთვის დაკავებულს 2 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
მეორე მხარის ბრალეულობაზე არავინ საუბრობს.

მომხდარის შესახებ თავდაცვის სამინისტრო და საგამოძიებო უწყებები ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებენ.


close დახურვა