logo
ENG



ბაუჰაუსის 2 თანამშრომელს ეძებენ

16 აგვ 202009:40
3 წუთის საკითხავი
 
0cfh31lun64ux6k.jpg

ბარ ბაუჰაუსის Facebook-ზე ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც Facebook პოსტში წერია, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გუშინ ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან, თუმცა მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 

"გთხოვთ გაავრცელოთ. !!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ. ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5-ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც", - წერია Facebook პოსტში.


close დახურვა